საოპერაციოში: -მაკრატელი მომაწოდეთ, ძაფს მოვჭრი და მორჩა -მოაკვნიტეთ ექიმო, მაკრატელი მუცელში ჩაგრჩათ
|
კაცი დაიჭერს ოქროს თევზს. თევზი: -გამიშვი და 3 სურვილს შეგისრულებ, ოღონდ 4 იმდენი შენს სიდედრს მიუვა -კარგი. მინდა მილიონი -1 შენ, 4 შენს სიდედრს -ეხლა მინდა მაგარი სახლი -1 შენ, 4 შენს სიდედრს ექნება -ეხლა მინდა ერთი პატარა ინფაქტი.....
|
ღამე ცოლი ქმარს აღვიძებს: – კაცო, ქურდი შემოვიდა სახლში! – მერე რას შვრება? – შენ რომ კატლეტი მოგიმზადე, იმას ჭამს. – დაიძინე, – ამშვიდებს ქმარი, – გათენდება და გავასვენებთ.
|
საღამოს შვილი ეკითხება მამას: - რა უფრო შორსაა, მთვარე თუ ნიუ-იორკი? - შვილო, შენ უკვე დიდი ბიჭი ხარ და ასეთი სულელური შეკითხვები აღარ უნდა დასვა. აბა, გაიხედე ფანჯარაში და ცას შეხედე, რას ხედავ? - მთვარეს, მამა. - ნიუ-იორკს ხედავ? - არა. - ჰოდა, ახლა მაინც მიხვდი რამეს
|
სვანი ქუჩაში შარდავს თურმე და პოლიციელი ეუბნება დაგიჭერო ! იყოს ნუ შეწუხდები მეც კარგად მიჭირავსო
|
გურული ხიდან ჩამოვარდება და საავადმყოფოში გააქანებენ. რამოდენიმე ხანში ექიმი გამოდის და ამბობს: – ეჰ ძამა, დეიგვიანეთ… – რავა ძამა, სანამ ჩამოვარდებოდა მანამდე ხო არ წემევიყვანდით
|
გაძარცვული გურული პოლიციაში მივა: – გამძარცვეს ძამა! – ვინ გაგძარცვა? – ვინცხამ! – სად გაგძარცვეს? – საცხა! – რა წაგართვეს? – რაცხა! – აბა, ახლა აცხა აქედან!
| |