მთავარი » 2012 » ნოემბერი » 4 » მამაჩემის შვილი
0:52 AM
მამაჩემის შვილი
სვანი ჩაჯდება ტაქსში.
-სვანეთში წამიყვან?
-დაჯექი, როგორ არ წაგიყვან.
ერთ გამოცანას გეტყვი და თუ გამოიცნობ, მამაჩემის შვილი-ბიჭი ჩემთვის ვინ იქნება? - ეკითხება გზაში ტაქსისტი სვანს. ფიქრობს სვანი და ვერ გამოიცნო.
-ჩემი ძმა. - პასუხობს ტაქსისტი.
სვანს გაუხარდება და ახლა სვანეთში რომ ჩავალ იქ მოვყვები მაგ გამოცანასო. ჩავა, სვანებს მოკრიბავს და ეკითხება:
-მამჩემის შვილი-ბიჭი, ჩემთვის ვინ იქნება?
სვანები ფიქრობენ და არ ვიცითო ეტყვიან.
-იმ ტაქსისტის ძმა. - პასუხობს სვანი.
კატეგორია: ანეგდოტები | ნანახია: 609 | დაამატა: muriko | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]