მთავარი » 2013 » მარტი » 30 » კომპიუტერული ქსელები
1:03 PM
კომპიუტერული ქსელები
კომპიუტერული ქსელები ( Network,LAN,WAN ,Protokol,Media,Wireless,Router,switch)

 

ქსელი (Network) ეწოდება ორი ან მეტი კომპიუტერის გაერთიანებას, რომელთა აპარატიული და პროგრამული რესურსები ხელმისაწვდობია ყველა კომპიუტერისათვის. ანუ ქსელში ჩართულ ნებისმიერ კომპიუტერს შეუძლია ისარგებლოს ამავე ქსელში ჩართული ყველა კომპიუტერის ინფორმაციით თუ მათთან მიერთებული სხვადასხვა მოწყობილობებით  ან პირიქით სხვა კომპიუტერმა შეიძლება ასევე ისარგებლოს ამავე კომპიუტერიათ ამ პროცესს წვდომა ეწოდება.
 

 

ერთობლივი მოხმარებისათვის შეიძლება გამოვიყენოთ სხვა კომპიუტერის მყარი დისკები, სკანერები, პრინტერები ასევე შეიძლება გამოვიყენოთ ცალკეული საქაღალდეები, პროგრამები. ქსელის უპირატესობა სწორედ ამაშია რადგან ამ დროს თქვენ აკეთებთ თანხების დაზოგვას და რაც ზემოთ ავღნიშნეთ არ ყიდულობთ თითოეული კომპიუტერისთვის სკანერას, პრინტერს ან სხვა რომელიმე აპარატს. ამიტომ დღეს დღეისობით ქსელის გარეშე წარმოუდგენელია ოფისები და ან თუნდაც ინტერნეტ კაფეები. 
არსებობს რამდენიმე ქსელის ტიპი. რომლებსაც შეიძლიათ ორიდან მილიარდობით კომპიუტერის გაერთიანება. ქსელის უმარტივესი ტიპია LAN ( lockal Area Network)  ეს არის ქსელი რომელიც გაოიყენება ოფისებში და სახლებში მას ლოკალურ ქსელსაც უწოდებაენ. ხოლო რამდენიმე ლოკალური ქსელის ერტმანეთთან დაკავშირებისას იქმნება უფრო მაშტაბური ლოკალური ქსელი, რომელასაც გლობალური ქსელი ეწოდება  WAN (Wide Area Network) . 
არსებობს სხვადასხვა გლობალური ქსელები რომლებსაც ეწოდებათ Internet. Intranet, Extranet. მაგრამ ჩვენ ამ თემაში მხოლოდ ლოკალურ ქსელს შევეხებით. ჩვენ ეხლა განვიხილავთ მის აწყობასა და შეერთების წესებს. არსებობს ლოკალური ტიპის ორი ქსელი: კლიენტ-სერვერული და ერთრანგიანი (თანაბარ უფლებიანი). იმისათვის რო გავიგოთ თუ რა არის კლიენტ-სერვერული ამისათვის საჭიროა გავიგოთ რა არის სერვერი და რა არის კლიენტი. სერვერი ეს არის ყველაზე მძლავრი კომპიუტერი, რომელიც აძლევს სხვა კომპიუტერებს მისით სარგებლობის უფლებას მას აქვს დიდი მოცულობის ხისტი დისკი, მეტი ოპერატიული და მძლავრი პროცესორი. მასზე მიერთებულია ფაქსი, პრინტერი, სკანერი რადგან სერვერ ერთდროულად რამდენიმე ინფორმაციას იღებს და ამუშავებს ამიტომაცაა იგი ასეთი მძლვრი. ხოლო ისინი ვინც იყენებენ სერვერის მონაცემებს კლიენტები ეწოდებათ. 
ქსელის აწყობისათვის საჭიროა სათანადოდ შეირჩეს საჭირო კომპონენტები, რომლებიც უზრუნველყოფენ ქსელში მონაცემთა მოძრაობას. ესენია პირველ რიგში უნდა განისაზღვროს კომპიუტერთა შეერთების წესი-ტოპოლოგია(Topology) ეხლა საჩირიოა შეირჩეს მონაცემთა მოძრაობის ზოგად წესთა კრებული_პროტოკოლი (Protokol), უნდა შეირჩეს მონაცემთა გამტარი საშუალებები ანუ კაბელები (Media), ქსელური მოწყობილობები (Network adapter).
კომპიუტერული ქსელები ( Network,LAN,WAN ,Protokol,Media,Wireless,Router,switch)
 ქსელის ტოპოლოგია: ეს არის კომპიუტერთა კაბელის შეერთებას ფიზიკური განლაგების მიხედვით. არსებობს სამი სახის ტოპოლოგია: სალტური, წლიური და ვარსკვლავური დღეს დღეისობით იყენბენ ვარსკვლავური სახის ტოპოლოგიას, რადგან ასეთი სახით კომპიუტერები ქსელში დამოუკიდებლად არიან განაწილებული.
პროტოკოლები: პროტოკოლები ესაა პროცედურებისა და წესების ერთიანობა, რომელთა საშუალებითაც ხორციელდება კომპიუტერებს შორის ურთიერთკავშირი. ერთდროულად სეიძლება მუშაობდეს რამდენიმე პროტოკოლი. 
პროტოკოლების მთავარი ამოცანებია
•შეცდომების ამოცნობა
•მონაცემების შეკუმშვა (კომპრესაცია)
•გადაწყვეტიკების მიღება მონაცემთა გადაცემის მონაცემთა არჩევა
•მონაცემთა დამისამართება
თუმცა მეტად ბევრი პროტოკოლი არსებობს, მაგალითად PCP/IP – მონაცემის გადასაცემად ინტერნეტში გამოიყენება.
ICMP (Internet Control Message Protocol)-ი გამოიყენება მოწყობილობების მიერ რათა გაუგზავნონ საკონტროლო შეტყობინებები და შეცდომების შესახებ ცნობები კომპიუტერებს და სერვერებს.
კომპიუტერული ქსელები ( Network,LAN,WAN ,Protokol,Media,Wireless,Router,switch)                                  კომპიუტერული ქსელები ( Network,LAN,WAN ,Protokol,Media,Wireless,Router,switch)
გამტარი არე: ქსელში მონაცემთა გადასაცემად გამოიყენება რამოდენიმე სახის გამტარი. იგი შეიძლება იყოს როგორც კაბელები ასევე ჰაერი და სივრცე. ზოგადად გვხვდება ლითონის და ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელები, თანამედროვე ლოკალურ ქსელებში ძირითადად გამოიყენება RJ-45  კონექტორისთვის განკუთვნილი კაბელი ე.წ. ხვიური წყვილი –UP (Tvisted Par ). არსებობს ამ კაბელის ორი სტანდარტი: არაეკრანირებული –UTP და ეკრანირე- ბული –STP, რომელიც მთლიანად ლითონის ბადეშია ჩასმული. ხოლო კაბელს ტავზე უკეთდება RJ-45 კონექტორი რომელითაც ერთდება Switch-ი ხოლო კაბელის წვერები ასე უნდა განლაგდეს  
  1. თეთრი ნარინჯინსფერი ზოლით 
  2. ნარინჯისფერი.
  3. თეთრი მწანე ზოლით.
  4. ლურჯი.
  5. თეთრი ლურჯი ზოლით.
  6. მწვანე.
  7. თეთრი ყავისფერი ზოლით.
  8. ყავისფერი.
  ხოლო ორი კომპიუტერის ქსელში შეერთებისას საჭიროა ადგილები შევუცვალოთ მეორე ბოლოზე მწვანეთა და ნარინჯისფერთა წყვილს.
ქსელური აპარატურა: ძირითად ქსელურ მოწყობილობად ითვლება ქსელის ადაპტერი NIC (Network Interface card) მას ხშირად LAN კარტას უწოდებენ.
წვდომის წერტილები (Wireless Access Point) უკაბელო წვდომის წერტილებზე შესაძლებელია მოხდეს დაგავშირება ლეპტოპების გამოყენებით ან კომპიუტერებით რომლებსაც გააჩნიათ უკაბელო ქსელური ადაპტერი. ისინი იყენებენ რადიო ტალღებს კომუნიკაციისათვის და მათი დაფარვის ზონა შეზღუდულია დიდი ქსელებს ესაჭიროებათ რამოდენი ასეთი წერტილი ადეკვატური დაფარვისათვის.
კომპიუტერული ქსელები ( Network,LAN,WAN ,Protokol,Media,Wireless,Router,switch)
კომუტატორი – switch  განსხვავებით მას შეუძლია პაკეტის თავსართში ამოიკითხოს MAC  მისამართი, თუ რმელ ქსელის კარტას ეკუთვნის იგი დაგაუგზავნის ამ პაკეტს კონკრეტულ კომპიუტერს. ანუ სვიჩი მონაცემებს უგზავნის იმ კომპიუტერებს, რომლებისთვისაც ისინია განკუთვნილი. არსებობს ორი სახის სვიჩი, გამჭოლი და შემნახველი. გამჭოლი სვიჩები ჩვეულებრივ მიიღებენ პაკეტებს და გადაუგზავნიან შესაბამის კომპიუტერებს, ხოლო შემნახველ სვიჩებს აქვთ საკუთარი პროცესორი და მეხსიერების ბუფერი. ისინი აგროვებენ შემოსულ პაკეტებს, ამოწმებენ შეცდომებზე, შემდეგ ისევ ყოფენ და გადასცემენ შესაბამის კომპიუტერებს. თავისი მუშაობის პრინციპიდან 
კომპიუტერული ქსელები ( Network,LAN,WAN ,Protokol,Media,Wireless,Router,switch)
მარშრუტიზატორი – Router (რუტერი). იგი ქსელური (Network)  დონის მოწყობილობაა, შეუძლია პაკეტის თავსართში გაშიფროს ქსელში ცართული ყველა კომპიუტერის IP  მისამართი და გადაუგზავნოს იგი ქვექსელის გამაერთიანებელ სვიჩს, რომელიც თავისმხივ მიაწვდის შესაბამის კომპიუტერს.
კატეგორია: გაკვეთილები | ნანახია: 797 | დაამატა: muriko | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]